notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    „როცა პოლიტიკურ ძალებს ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ისინი სამოქალაქო დაპირისპირებაზე მიდიან“ - ჭიჭინაძე „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობაზე“

    „როცა პოლიტიკურ ძალებს ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ისინი სამოქალაქო დაპირისპირებაზე მიდიან“ - ჭიჭინაძე „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობაზე“
    ავტორი / პოლიტიკა

    „როგორც ჩანს ოპოზიციას უფრო კარგი წარმოდგენა აქვს „ქართულ ოცნებაზე“, ვიდრე „ოცნებას“ - საკუთარ თავზე, რადგან ოპოზიცია ფიქრობდა, რომ „ოცნება“  დანაპირებს არ დაარღვევდა“, - აცხადებს მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

    მისივე თქმით,, ორივე პარტია - „ქართული ოცნებაც“  და „ნაციონალური მოძრაობაც“ თავისი განაყოფებით, აბსოლუტურად ერთია და  ერთნაირი მონდომებით იბრძვის ამ ქვეყანაში ისეთი საარჩევნო მოდელის მიღებაზე, რომლის მეშვეობითაც გამარჯვება უნდა.

    „შემიძლია დავაწყნარო, რომ  ბუნებაში არ არსებობს ისეთი მოდელი,  რომ ამ ქვეყანაში „ნაცებმა“  გაიმარჯვონ. ამასთან, მათ  იმდენად არადეკვატური შეხედულება აქვთ დღევანდელ რეალობაზე,  რომ ვერ აფასებენ იმ მხარდაჭერას, რომელიც საზოგადოებაში გააჩნიათ და მაინც  ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ. ამას კი, სხვა არაფერი ქვია, თუ არა  ძალადობა საზოგადოებაზე და ეს  მემკვიდრეობით სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაუტოვა იმიტომ, რომ მხოლოდ ასეთი კონკურენტი აწყობდათ.

    ისე, ვერც „ ოცნებაში“ უშვებენ ხელისუფლებიდან წასვლის ალბათობას  და ჰგონიათ, რომ მხოლოდ „ნაცებთან“ დაპირისპირება შეუზღუდავს მოსხლეობას  არჩევანის საშუალებას, მაგრამ როდესაც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ისინი მიდიან სხვადასხვა პროვოკაციაზე, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებას იწვევს და ჩვენ ეს ერთხელ უკვე ნანახი გვაქვს,“ - ამბობს ჭიჭინაძე.

     

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.