notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    „ჩაპლინის დიქტატორი“ - ნატო ჩხეიძე ივანიშვილსა და „ლეიბორისტების“ ოფისში გამართულ ოპოზიციის მორიგ სხდომაზე

    „ჩაპლინის დიქტატორი“ - ნატო ჩხეიძე ივანიშვილსა და „ლეიბორისტების“ ოფისში გამართულ ოპოზიციის მორიგ სხდომაზე
    ავტორი / პოლიტიკა

    დამოუკიდებელი დეპუტატი ოპოზიციის იმ სხდომას იხსენებს, რომელიც „ლეიბორისტების“ ნიკა მელიას სასამართლო სხდომის წინა საღამოს გაიხსენა. ამ სხდომას, როგორც ირკვევა, ნიკა მელიაც ესწრებოდა.

    „სერიიდან: ჩემი თანამედროვენი

    გუშინ ნიკა მელია გავიცანი. წლებია, ვიცნობ, მაგრამ გუშინ გავიცანი.

    წუხელ ნიკა მელია ოპოზიციის მორიგ სხდომაზე იმყოფებოდა „ლეიბორისტების“ ოფისში.

    მოუსვენრად იყო, ბევრს ლაპარაკობდა, შედი-გადიოდა, დიალოგში მონაწილეობას აქტიურად იღებდა და რაღაც სხვაზეც ფიქრობდა, სახეზე ოდნავი ჭმუნვაც ეტყობოდა.

    ჩვენთვის მოულიდნელად და მისთვის ბუნებრივად ასე იკითხა:
    - სახლში სჯობს თუ პროცესზე?

    - სახლში, - ახლო-მახლო მსხდომები არც დავფიქრებულვართ, ისე ვთქვით: „სახლში“ და რაშია საქმე, რა ხდება? - მაშინვე განვითარდა ახალი თემა იმ მიკროგარემოში.

    - 9 საათზე გადატრიალების პროცესია და 9- ის ნახევარზე “ქართუს” საქმეზე განაჩენი და სახლში სჯობს ხომ რომ ვიყო, მაინც დამაპატიმრებენ.

    - “ ქართუს” ამბავში ხომ შენ ბევრი არაფერი გეხებოდა?

    - აღმასრულებელი ვიყავი. მოვიდა სასამართლოს გადაწყვეტილება და ეგ იყო.

    - რომელი მოსამართლის გადაწყვეტილება? - მაშინვე აზუსტებს ეკა ბესელია.

    - რომლის და, გვრიტიშვილის.

    - აი, ხომ ხედავთ, აბა, მე რას ვამბობ, სასამართლოა ყველა უბედურების თავი და თავი- მეთქიი. იურიდიული კომიტეტი ამ კვირაში ირჩევს უზენაესის მოსამართლეებს და შემდეგ კვირას კი პარლამენტი დაამტკიცებს,- გვაუწყებს ეკ.

    - ჰოო, სახლიდან სჯობს, ამას მომხსნიან და ხელბორკილს დამადებენ. მარჯვენა ხელზე შებმულ “პროკურატურის ბრასლეტზე ” მიგვანიშნებს მელია. - ჯანდაბას, ამას ხომ მომხსნიან,- ოდნავშვებამოცემული არაიმედიანი და მეორე დღეს უეჭველად დაპატიმრების მომლოდინე კაცის იერით ამბობს.

    ბევრს კი ლაპარაკობდა, ბევრს კი მიმოდიოდა, სახლში სჯობიაო, დაიბეჯითებდა და მომავალი კვირის გეგმის განხილვაში ჩაებმებოდა.

    - ასე თავგანწირვით რას ებრძვიან, ვის ებრძვიან, შანსი არ არის, შანსი არ არისო - “იმედის” ეთერიდან გვარწმუნებდა ჩაპლინის დიქტატორი.

    შანსი როგორ არ არის.
    სახლიდან სჯობს.
    შენი სახლიდან სჯობს,
    შენი ციხე- სიმაგრიდან.

    შანსი როგორ არ არის!!!“ - წერს ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ: სასამართლომ ნიკა მელიას „ბანკი ქართუს“ საქმეზე 25-ათასიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა და ასევე, რამდენიმე წლით, საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა. 

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.