notnews ganivi3 

    რუსული ოკუპაცია გრძელდება - ჩორჩანას ტყეში ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი დაიწყეს

    ავტორი / პოლიტიკა

    ოკუპანტებმა მავთულხართების დამონტაღების სამუშაოები განაახლეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" გადაღებული კადრებიდან ჩანს თუ როგორ გადაადგილდებოდნენ ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში. ცოტა ხნის წინ სოფელ ბროლოსანთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა.
    დავით ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტები ქართული საგუშაგოების მიმართულებით მიიწევენ .
    "უკვე დაწყებულია საოკუპაციო ღობეების მონტაჟი ჩორჩანის ტყის ნაწილში. მიმართულება ქართული საგუშაგოს მიმართულებითაა აღებული და ქართული საგუშაგო მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით და იძულებულები იქნებიან ჩვენი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომ დატოვონ ტერიტორია" - აცხადებს დავით ქაცარავა.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.