notnews ganivi3 

    უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით ირანმა რამდენიმე პირი დააკავა

    ავტორი / პოლიტიკა

    ირანმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა, - ამის შესახებ ქვეყნის სასამართლო სისტემის სპიკერმა, გოლამჰოსეინ ისმაილმა განაცხადდა.

    მედიის ცნობით, ისმაილს არ დაუკონკრეტებია არც ვინაობა და არც ის, თუ რამდენი პირია დაკავებული.

    შეგახსენებთ: ცოტა ხნის წინ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა,რომ უკრაინული საგზაო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ''ადამიანური გადაცდენა გახდა,, და მათ ბოინგ 737 უნებლიედ ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 176-ვე მგზავრი დაიღუპა.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.