notnews ganivi3 

    „ბიძინას „ლიჩნი“ მომღერალი და სხვა წვრილ-წვრილი „ქოცები“ - გვარამია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გურიაში სტუმრობაზე

    ავტორი / პოლიტიკა

    „მთავარი არხის" დამფუძვნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელისაბედ რუთის გურიაში ვიზიტს ეხმმიანება და წერს:
    „სიმღერა აახლოვებს. ამჯერად ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელისაბედ რუთიც კი ჩაიყვანა შორეულ გურიაში, კორუფციით და კრონიზმით ცნობილ „ქოცდეპუტატ“ ოდიშარიასთან, ბიძინას "ლიჩნი" მომღერალ ერქომაიშვილთან (პირადად რომ გამოაგდებინა ახალ ხელისუფლებას გენიოსი უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრიდან) და სხვა წვრილწვრილ „ქოცებთან“ ერთად პოლიფონიის შესაკრავად. იმ გურიაში, კინაღამ რომ ჩაქოლეს დამხვედრმა გურულებმა ჩასული დელეგაცია, შიმშილით ვკვდებით და რა კალანდა 2020ის საზეიმოდ ჩამოხვედით თქვენი ჯიპების ესკორტებითო.

    აი, მაგალითად ჩვენთან, სასწაულებრივად უმოკლეს ვადაში გახსნილ მთავარ ოპოზიციურ არხზე, იმავე ქალაქში რომ მდებარეობს, რაც ამერიკის საელჩო, არასდროს მოსულა ქალბატონი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვერ ვმღერით. მით უმეტეს, გურულ პოლიფონიას - ნამეტნავად რთულია."

     

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.