notnews ganivi3 

    „არ შეიძლება, გამტყუნებული ადამიანი დეპუტატის მანდატს ატარებდეს“ - ვოლსკი მელიაზე

    ავტორი / პოლიტიკა

    პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ნიკა მელიას საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მსჯელობის საკითხზე უმრავლესობაში წინასწარი პროგნოზები აქვთ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოსგან ნიკა მელიასთვის კვლავ გამამტყუნებელ განაჩენის გამოტანას ელოდებიან. 

    "რეგლამენტი პირველი გამამტყუნებელი განაჩენისთანავე იმუნიტეტის მოხსნას ითვალისწინებს, ვინაიდან არ შეიძლება გამტყუნებული ადამიანი დეპუტატის მანდატს ატარებდეს. თუკი სხვა ინსტანციამ გაამართლა შეიძლება, აღიდგინოს თავისუფლება ან მიიღოს სრული კომპენსაცია განაცდურისათვის," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. 

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტის გადაწყვეტილება ნიკა მელიას საკითხზე აბსოლუტურად კონსტიტუციური იყო:

    "დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო როდესაც ამ საკითხზე იმსჯელებს, გამოიტანს სწორედ იმ გადაწყვეტილებას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. კერძოდ ის, რომ პარლამენტის მიერ მელიას მიმართ მიღებული გადაწყვეტილება იყო კონსტიტუციური. ეს დროის საკითხია და ძალიან მალე საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს," - განაცხადა გიორგი კახიანმა.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.