notnews ganivi3 

    როგორ გავმდიდრდეთ - ივანე მაჭავარიანის რეკომენდაციები

    როგორ გავმდიდრდეთ - ივანე მაჭავარიანის რეკომენდაციები
    ავტორი / პოლიტიკა

    ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ კეთილდღეობის მისაღწევად სხვა ფორმულა არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა.
    „ხშირად არის საუბარი, როდის იგრძნობს ქვეყნის ამა თუ იმ წარმატებას თითოეული ოჯახი. მესმის, რომ ერთდროულად და თანაბრად ეს ზრდა ყველაზე სწრაფად ვერ აისახება, თუმცა სხვა ფორმულა და გამოსავალი არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ დაბალი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ სხვა ტიპის გადანაწილებით, მეთოდით, მექანიზმით მალე მივაღწევთ კეთილდღეობას – ტყუილია, ბუნებაში შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ არა მარტო 5% პროცენტიანი ზრდა, არამედ უნდა ვეცადოთ მივაღწიოთ უფრო მაღალ ზრდას. ასევე, თავისთავად, არის უამრავი სხვადასხვა მექანიზმი, რომლითაც ეს ზრდა შეიძლება უფრო ინკლუზიური გავხადოთ. ამ შემთხვევაში, იგულისხმება მცირე ბიზნესის, სხვადასხვა საოჯახო მეურნეობების დახმარება. იმ ტიპის აქტივობები, რომლებიც მრავალია როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში. შესაბამისად, ეს არის ის მექანიზმები, რომლითაც ჩვენ შევეცდებით უფრო დავასტიმულიროთ მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის როლიც გადამწყვეტია ინკლუზიურობისთვის.სულ რამდენიმე კვირის წინ, დავოსში გახლდით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად. გვქონდა მრავალი შეხვედრა. ინტერესი ნამდვილად არის საქართველოს მიმართ სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, არიან ისეთი ინვესტორები, რომლებსაც ჩვენ ინსტიტუციურ ინვესტორებს ვეძახით და რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ფასიანი ქაღალდების მიმართ აქვთ ინტერესი, ამიტომ ჩვენ უნდა განვავითაროთ კაპიტალის ბაზარი და მაქსიმალურად გავხსნათ ეს მიმართულება".

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.