... ... არჩილ თალაკვაძე: გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პირობა, ვინც ამას უპირისპირდება, როგორც ჩანს, რაღაც აქვთ დასამალი

არჩილ თალაკვაძე: გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პირობა, ვინც ამას უპირისპირდება, როგორც ჩანს, რაღაც აქვთ დასამალი

გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პირობა, ვინც ამას უპირისპირდება, როგორც ჩანს რაღაც აქვთ დასამალი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონის აღსრულება ნიშნავს საზოგადოების ინფორმირებულობას, რაც დემოკრატიის მთავარი პირობაა.

„ის, რაც ევროპაში არის დემოკრატიული და ევროპული, ვერ იქნება ანტიევროპული საქართველოში. ეს არის უბრალოდ დემაგოგია. გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პირობა, ინფორმირებული საზოგადოება არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პირობა. ვინც ამას უპირისპირდება და ამბობს საწინააღმდეგოს, თითქოს გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება არის ანტიევროპული და მიუღებელი, იმ ადამიანებს, როგორც ჩანს, რაღაც აქვთ დასამალი. ზეწოლა არავისზე არ იქნება. მარტივია, შეასრულონ კანონის მოთხოვნები და განაგრძონ საქმიანობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბოლო მონაცემებით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ ნებაყოფლობით დარეგისტრირების მსურველი ორგანიზაციების რიცხვი ხუთასამდეა.