ჯერ კიდევ 2008 წელს ვაფრთხილებდი მსოფლიო ლიდერებს, რომ პუტინი კიევს შეუტევდა - მიხეილ სააკაშვილი

გამოცემა Express-თან ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებს ჯერ კიდევ 2008 წელს აფრთხილებდა, რომ პუტინი კიევს თავს დაესხმებოდა, თუმცა, სააკაშვილის თქმით, მათ ის "გიჟად მიიჩნიეს".

„მე ყველას ვაფრთხილებდი და ისინი ისე მიყურებდნენ თითქოს, გიჟი ვიყავი.

მათ იფიქრეს, რომ მე უბრალოდ გამწარებული ვიყავი 2008 წლის შემდეგ. მედია მე აღმწერდა, როგორც იმპულსურს და არამდგრადს...

ვაფრთხილებდი ყირიმსა და დონბასზე დიდი ხნით ადრე. უკრაინაში ყოფნისას მე ბევრჯერ საჯაროდ გავაფრთხილე კიევზე თავდასხმის შესაძლებლობაზე

რაღაც მომენტში მათ შეწყვიტეს ჩემი კონფერენციებზე დაპატიჟება, რადგან არ სურდათ მოესმინათ ჩემი პროგნოზები. ერთმა დასავლელმა ლიდერმა ჩემს განცხადებებს "ცრუ მანევრი" უწოდა" - წერს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის კონფლიქტი, რაც მას რუსეთთან 2008 წელს ჰქონდა, ერთი ნაბიჯი იყო იმ სტრატეგიაში, რომელიც დროთა განმავლობაში უკრაინაში სრულმასშტაბიან ომამდე მიგვიყვანდა.

"საქართველო იყო პირველი მცდელობა პოსტსაბჭოთა სივრცეში. მან [პუტინმა] დატესტა დასავლეთის რეაქცია და  გააგრძელა" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილმა.

 

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?