ჯოზეფ ბორელი საქართველოშია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკვე თბილისშია. ჯოზეფ ბორელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დაიწყებს. ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა და ამ კონტექსტში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ასევე გლობალური უსაფრთხოების საკითხები - ეს არის თემები, რასაც ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ.

ჯოზეფ ბორელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.

უმაღლესი რანგის შეხვედრები მას პრემიერთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან ექნება. აუდიენცია შედგება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. დღეს საღამოს ბორელი პირველ კომენტარს მედიისთვის გააკეთებს.

ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაშიც.

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?