სახალხო დამცველი მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდა, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მოინახულა.
ლევან იოსელიანს შეხვედრის თხოვნით თავად აქციის მონაწილეებმა მიმართეს. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ამბობდნენ, რომ არ ეძლეოდათ პოლიეთილენის პარკებით იმ ადგილის გადახურვის საშუალება, სადაც ღამეს ათენებენ და სწორედ ამ საკითხის გადასაჭრელად მიმართეს ომბუდსმენს.
იოსელიანის შეფასებით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ მშობლებთან მოლაპარაკებას მიაღწიოს.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგ აქციას დღესაც გეგმავენ.