სრულად დისტანციურ რეჟიმში მყოფი სტუდენტები ჯარს ვეღარ გადაავადებენ - თავდაცვის კოდექსში ცვლილებები იგეგმება

თავდაცვის კოდექსში მორიგი ცვლილებები იგეგმება. ახალი კანონპროექტის ფარგლებში შეიცვლება სრულიად  დისტანციურ რეჟიმში მოსწავლე სტუდენტების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობის წესი და მათ ეს შესაძლებლობა ჩამოერთმევათ. 

არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უცხოური უნივერსიტეტების სტუდენტები გახდებიან, თუმცა სასწავლო პროცესში ჩართული საქართველოდან დისტანციურად.

გადავადებაზე არსებული შეზღუდვა არ ეხება მათ, ვინც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში ისწავლის. ასევე მიღების შემთხვევაში, ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს მათზე, ვინც სტუდენტის სტატუსი ამ კანონპროექტის დამტკიცებამდე მიიღეს.

კანონპროექტის მიხედვით, გაწვეულ სტუდენტებს, რომლებზეც ეს შეზღუდვა ვრცელდება, შეეძლებათ აირჩიონ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხელსაყრელი ფორმა: გაიარონ რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა, სტუდენტებისთვის განკუთვნილი 4-წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სამხედრო სამსახურისთვის გამოყოფილი იქნება კვირაში რამდენიმე დღე, ან აირჩიონ სამხედრო სამსახურის რომელიმე ფორმა, რომლებიც 6, 8 და 11-თვიანია.

YOU MAY LIKE

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?