... ... Science & Space (2)

Meta-მ სრულად დაბლოკა RT და კრემლის პროპაგანდისტული სხვა მედიასაშუალებები

Facebook-ის მფლობელმა Meta-მ ორშაბათს განაცხადა, რომ ბლოკავს RT-ს; "როსია სეგოდნია"-ს და სხვა რუსულ სახელმწიფო მედია ქსელებს მისი პლატფორმებიდან. მედია ჰოლდინგი "როსია სეგოდნია" ფლობს სააგენტოსა და რადიო "Sputnik-ს", სააგენტო "RIA Novosti-ს" და სხვა სააგენტოებს.

"ფრთხილი განხილვის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაფართოვოთ ზომები რუსული სახელმწიფო მედიის წინააღმდეგ. "Россия сегодня", RT და მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები ახლა აკრძალულია ჩვენ აპლიკაციებში მთელს მსოფლიოში საზღვარგარეთ ჩარევის მცდელობისთვის", -  აცხადებს "მეტა".

აკრძალვა სრულად ამოქმედდება უახლოეს დღეებში.

"მეტა", Facebook-ის გარდა, ფლობს WhatsApp-ს, ასევე სოციალურ ქსელებს Instagram-სა და Threads-ს.

თვის დასაწყისში აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა Russia Today-სა და პუტინის სხვა პროპაგანდისტულ მედიებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის გამო სანქციები დაუწესა. სანქცირებულებს შორისაა RT-ის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი.

ისანში 5 200-მდე აბონენტს გაზი არ აქვს - აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ცნობით, თბილისში, ისნის რაიონში, გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის გამო, 5 200 აბონენტს, დღეს, 17 სექტემბერს, 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება.

კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 14:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათისთვი.

გაზის მიწოდება შეუწყდა: მეტრომშენის დასახლებაში - ყვარლის ქ. 101, 101ა, 101ბ, 101გ, 101-1, 101-2, 103, 107ბ, 109, 2ჩ. 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე თედორე უშაკოვის, მთისძისრის, ოლღა ბახუტაშვილის, ყვარლის, მელაანის, ალექსანდრე ონიანის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, არველაძის, აფანასიევის ბუკისციხის, გეზათის გიორგი ანწუხელიძის, დასახლება საბარგო-ვაცეკის, ეკატერინე მელიქიშვილის, მე-5 მელაანის, კაკაბეთის, მესხეთის, ყარყარაშვილის, 1 ნავთლუღის, ალ. ჯანელიძის, ანფღულაძის, ვაზისუბნის დას, ზანდუკელის, ზაურ ბეგიაშვილის, ივერიელის , იოსებ და ლეონ ორბელიანების, ირაკლი ტატიშვილის, ისნის, 1 და მე-2 გუჯარეთის, 1, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 მელაანის, 1 საბანაკოს, მე-2 შორაპნის, დავით ხელთუფნიშვილის, ვანლერდაისელის, თამაზ პაპიაშვილის, რაჟდენ არსენიძის ქუჩის, 1 შესახვევის, 1 ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და მიმდებარედ კომერციულ ობიექტებს. 

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს: 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს, ლეოპოლდ ბილფელდის, გაბაშვილის, ვასო აბაშიძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, მოსაშვილის, თაქთაქიშვილის, ყიფშიძის, ირაკლი აბაშიძის, არაყიშვილის, თენგიზ აბულაძის, შოვის, რიგის და ლევან მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, გმირთა მოედანის, ვერეს, ყიფშიძის, ლეოპოლდ ბილფელდის, გაბაშვილის, ვასო აბაშიძის, აბულის, რიგის, შოვის, არაყიშვილის, ფალიაშვილის, ლევან მიქელაძის, ბერძენიშვილის, თაქთაქიშვილის, კავსაძის და მოსაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), დოესის, ნოსირის, ლეხ კაჩინსკის, ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების, ავლიპ ზურაბიშვილის, აწყურის, წინანდლის, თელავის, კასპის, კობარეთის, უბილავას, ხახანაშვილის, ვაჟა ივერიელის და ახმეტის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის, კუტუზოვის, საირმის, ბურძგლას, არჩილ ცაგარელის და შმიდტის ქუჩების მოსახლეობას. 

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 სექტემბერს ქუთაისში +30 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც იწვიმებს. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმს. დღისით +16, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +27 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მუშობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მუშობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 სთ-დან-09:00 სთ-მდე ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება. სგპ,,ყაზბეგის" მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, დაგეგმილია გადაუდებელი საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რის გამოც, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ავტომობილების გადაადგილება შეჩერებული იქნება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები, დროის ამ მონაკვეთში ვერ განხორციელდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული დროის (06:00-09:00 საათი) ამოწურვის შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ძლიერი ხანძარი სამტრედიაში - ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობს

სამტრედიაში კოსტავას ქუჩაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ძველ შენობას უკიდია, სადაც ხის საამქრო იყო განთავსებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობს და მიმდინარეობს ცეცხლის  ქრობის პროცესი. დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.

16 სექტემბრის საღამოდან მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

 

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით მაქსიმალური ტემპერატურა 30° გრადუსი დაფიქსირდება.  

16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა - 28° - წვიმა 

სოხუმი 29° - უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი -30°  - უმეტესად ღრუბლიანი

მესტია -20° - უმეტესად მზიანი 

ფოთი 28° - უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი - 27° -წვიმა 

ოზურგეთი - 29° - წვიმა  

ქუთაისი - 29° - უმეტესად ღრუბლიანი

ამბროლაური -25° -  უმეტესად მზიანი 

ახალციხე - 26° - უმეტესად ღრუბლიანი

ბორჯომი - 21° - უმეტესად მზიანი 

ბაკურიანი - 19° - უმეტესად მზიანი 

გორი - 23° - უმეტესად მზიანი 

ცხინვალი - 21° - უმეტესად მზიანი 

სტეფანწმინდა - 15° - უმეტესად ღრუბლიანი

გუდაური - 10° - უმეტესად ღრუბლიანი

​თელავი - 22° - უმეტესად ღრუბლიანი

რუსთავი - 26° - უმეტესად მზიანი

თბილისი - 24° - უმეტესად მზიანი 

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალას მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს დაღმართის, ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, შოთა მესხიას, ლაღიძის, კვალის, კოსტავას, სატივეს, ჯუღელის და ლაპიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გაზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის და საირმის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, აბულაძის, დელისის, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ინტენსიფიკაციის, გუდავას და ამაშუკელის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სომხეთის, ყვარლის, რატილის, თოლენჯის, მესხეთის, ამირაჯიბის, გეზათის, საბარგოს, მთისძირის, ხომერიკის და წალენჯიხის ქუჩების მოსახლეობას. 

საჯარო სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო

საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო - 50 000-ზე მეტი ბავშვი დღეს სკოლაში პირველად წავა. პირველკლასელებს სახელმძღვანელოები და პირადი კომპიუტერები გადაეცემათ.

ეს დღე ყველა სკოლაში, ტრადიციულად, მისალმებით და სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებით იწყება. სრულდება საქართველოს ჰიმნი და აღიმართება სახელმწიფო დროშა.

ყოველგვარ სიმდიდრეს, მატერიალურსაც და არამატერიალურსაც, არ უნდა მივანიჭოთ თვითკმარი მნიშვნელობა - მეუფე შიო

ყოველგვარ სიმდიდრეს, მატერიალურსაც და არამატერიალურსაც, არ უნდა მივანიჭოთ თვითკმარი მნიშვნელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქცევა წინაღობად ღმერთსა და ადამიანს შორის. ე.ი. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, ასეთ სიმდიდრეებზე უარი ვთქვათ. გული არ უნდა გვქონდეს მიჯაჭვული ისეთ ფასეულობებზე, რომელთაც შეუძლიათ ღმერთს დაგვაშოროს, - განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).

მან მსახურებაზე წაკითხული, დღევანდელი სახარება განმარტა და ამქვეყნიური სიმდიდრის წარმავალობაზე ისაუბრა.

„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, სულთმოფენობიდან მეთორმეტე კვირას; გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს სახარებაში წაკითხული იყო, რომ უფალ იესო ქრისტესთან ერთხელ მივიდა მდიდარი ჭაბუკი და ჰკითხა: „მოძღვარო, სახიერო, რა გავაკეთო, რომ მარადიული ცხოვრება დავიმკვიდრო?“ (მთ. 19:16). ე.ი. ცათა სასუფეველში შევიდე. ეს მისგან უცნაური შეკითხვა იყო, რადგან ეს ჭაბუკი, გარდა იმისა, რომ მდიდარი იყო, ასევე მორწმუნეც იყო და პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობდა. მან იცოდა რელიგიური ცხოვრების წესები, მცნებები, მაგრამ რატომ ეკითხება იესო ქრისტეს ამ შეკითხვას? ალბათ იმიტომ, რომ მას ესმოდა, რომ ჩვეულებრივ სიკეთეს ჯერ კიდევ ვერ შეჰყავს ადამიანი მარადიულ ცხოვრებაში. იგი მოსეს მიერ მოცემულ მცნებებს იცავდა, მაგრამ სინდისი ეუბნებოდა, რომ ეს არ არის საკმარისი, რომ სულის ცხონებისთვის საჭიროა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მას აკლია. ამიტომ ეკითხება უფალ იესო ქრისტეს, ვინაიდან მაცხოვრის სწავლებაში ყველაფერი იყო განსაკუთრებული და ეს ჭაბუკი ხვდებოდა, რომ მარადიული ცხოვრების დასამკვიდრებლად საჭიროა რაღაც განსაკუთრებული და მიმართავს ამ შეკითხვით.

უფალი იესო ქრისტე მას დაინახავს, მასში განჭვრეტს ძალიან კეთილ ადამიანს, შეუყვარდება იგი, როგორც ამბობს მახარობელი, და მის შეკითხვას ასე უპასუხებს: „მცნებები იცი - არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო, პატივი ეცი შენს მშობლებს. აი, რა გჭირდება შენ“ (მთ. 19:18-19). ჭაბუკი მიუგებს, რომ ამ ყველაფერს ბავშვობიდან იცავს, მაგრამ ხვდება, რომ ეს არ არის საკმარისი. მაშინ მაცხოვარმა უთხრა: „შენ გინდა, რომ სრულყოფილი იყო? მაშინ უარი თქვი შენს სიმდიდრეზე, შენი ქონება გლახაკებს დაურიგე და მოდი და გამომყევი“ (მთ. 19:21). ამ სიტყვების გაგონებაზე ჭაბუკი დამწუხრდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო და არ შეეძლო ამ სიმდიდრეზე უარის თქმა და წავიდა.

როგორც იცით, უფალი ხშირად საუბრობს ხატოვნად, იგავური ფორმით. ამიტომ მისი გამონათქვამების ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით გაგება არასწორია, არ უნდა გვესმოდეს ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ბევრად უფრო ღრმა და ფართო მნიშვნელობით. ამ შემთხვევაშიც ასეა: როდესაც იგი საუბრობს სიმდიდრესა და სიმდიდრის უარყოფაზე, ამ სიმდიდრეში იგი არ გულისხმობს მხოლოდ ფულს და მატერიალურ ქონებას, რადგან სიმდიდრე შეიძლება იყოს არამატერიალურიც. ე.ი. ფულის და ქონების გარდა, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სხვა სახის სიმდიდრეებიც. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მაღალი თანამდებობა ან საზოგადოებრივი მაღალი მდგომარეობა, ცნობადობა. ზოგისთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის პატივი. სხვებისთვის შეიძლება ეს იყოს განსწავლულობა, განათლებულობა, კულტურულობა, ცოდნა, თუ გნებავთ და ა.შ.

და რა, განა უფალი იესო ქრისტე მოგვიწოდებს, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე უარი ვთქვათ და გავხდეთ უკულტურონი, გაუნათლებლები და უარი ვთქვათ ცოდნაზე? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მაშ, როგორ გავიგოთ ქრისტეს ნათქვამი დღევანდელ სახარებაში სიმდიდრეზე უარის თქმის შესახებ?

საქმე ისაა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ყოველგვარ სიმდიდრეს, მატერიალურსაც და არამატერიალურსაც, არ უნდა მივანიჭოთ თვითკმარი მნიშვნელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქცევა წინაღობად ღმერთსა და ადამიანს შორის. ე.ი. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, ასეთ სიმდიდრეებზე უარი ვთქვათ. გული არ უნდა გვქონდეს მიჯაჭვული ისეთ ფასეულობებზე, რომელთაც შეუძლიათ ღმერთს დაგვაშორონ. არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვული ამაზე, ჩვენი გული სრულიად თავისუფალი უნდა იყოს ასეთი სიმდიდრისგან.

აი, ამას ეუბნებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამ მდიდარ ჭაბუკს, მაგრამ მისთვის სიმდიდრე იყო ყველაზე დიდი ფასეულობა ცხოვრებაში. ამიტომაც იგი დამწუხრდა, თავისი სიმდიდრე ამჯობინა ქრისტესთან ყოფნას და განშორდა, გაეცალა მას.

შემდეგ უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: „ძნელად შევა მდიდარი ცათა სასუფეველში. უფრო ადვილად გაივლის აქლემი ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში“ (მთ. 19:23-24). მოციქულებმა გაკვირვებით ჰკითხეს: „კი, მაგრამ, თუ ასეა, ვინღა ცხონდება მაშინ, ვის შეუძლია რომ ცხონდეს?“ (მთ. 19:25). და ეს შეკითხვა ყოველ ჩვენგანსაც შეიძლება დაებადოს: როგორ შეიძლება ჩვენ სული ვიცხონოთ, როცა ამდენი რამ მომეთხოვება და მე ამ ყველაფრის შესრულება არ ძალმიძს? და მაცხოვარი მიუგებს, რომ „შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის“ (მთ. 19:26). შესაძლებელია ჩვენი მხსნელისთვის, რომელიც არის სიყვარული და რომელიც ყოველთვის მზადაა, მოწყალების ხელი გამოუწოდოს ყოველ ცოდვილს, რადგან იგი ამისთვის მოვიდა ამ დედამიწაზე, მიიღო ეს მიწიური ცხოვრების ყოველგვარი საშინელება, თვით გოლგოთაზე ჯვარცმამდეც კი.

ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და სიტყვები, რომ ,,შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის“ - ძალიან გვანუგეშებს და გვაძლიერებს. ამიტომ ვეცადოთ, ვიცხოვროთ უფლის რწმენის ძალით, რომელიც გვაცხონებს და შეგვიყვანს ცათა სასუფეველში, რისი ღირსიც გაგვხადოს ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

პრემიერ-მინისტრი გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან ერთად, გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ უმასპინძლა.

მეუფე პრემიერს ტაძრის მშენებლობის პროცესზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა ფონდ “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რის შედეგადაც დასრულდა გუმბათი, თაღები და სამშენებლო პროცესის დასკვნითი ნაწილი.

ტაძარში სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მთავრობის მეთაურმა მეუფეს მშენებლობის პროცესში სახელმწიფოს თანადგომა აღუთქვა.

მიტროპოლიტმა ანდრიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს საჩუქრად ხატები გადასცა.