... ... ირაკლი კირცხალია: ცდილობენ დებოში მოაწყონ, არეულობა, დესტრუქცია შემოიტანონ, ეს არის მათი დღის წესრიგი

ირაკლი კირცხალია: ცდილობენ დებოში მოაწყონ, არეულობა, დესტრუქცია შემოიტანონ, ეს არის მათი დღის წესრიგი

კოალიცია „ახალი-გირჩი-დროას“ წევრების მიერ საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონიის ჩაშლის მცდელობის ფაქტს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა.

მისი თქმით, სადაც შეუძლიათ, რომ სადმე დებოში მოაწყონ, სადმე არეულობა შემოიტანონ, სადმე დესტრუქცია შემოიტანონ, ამაზე არიან წასულები და ეს არის მათი დღის წესრიგი.

„ამ დღის წესრიგს ისინი ვერ სცდებოდნენ ვერასდროს და მით უმეტეს, დღესაც ვერ სცდებიან. პასუხი არის ამაზე მარტივი. ის ქმედებები, როგორც იქცევიან და რასაც აკეთებენ, არა მხოლოდ ამ ფაქტიდან გამომდინარე, ზოგადად, მეტყველებს მათზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კირცხალიამ.