notnews ganivi3 

    ეროვნული ბანკი ჰაკერულ ფორუმზე მოქალაქეების პირადი მონაცემების გამოქვეყენებაზე განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე საქართველოს მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „სხვა პერსონალური (მათ შორის პირადი ფინანსური) მონაცემების გარეშე და დანერგილი პრევენციული კონტროლის მექანიზმების საშუალებით, თუ მომხმარებელი დაიცავს უსაფრთხოების მინიმალურ წესებს, არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემები ფინანსური თაღლითობის მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. დამატებით, თაღლითობის პრევენციის მიზნით, კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები მუდმივმოქმედ რეჟიმში აკვირდებიან კლიენტების ფინანსურ ოპერაციებსა და მონაცემებს.

    საქართველოს ეროვნული ბანკი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, თუ ეს მომხმარებლის მიერ ფინანსური მონაცემების გამოყენებას და ინტერნეტში ოპერაციების განხორციელებას უკავშირდება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406" - აღნიშნულია განცხადებაში.

    ავტორი

    მარიამ ახალაია

    მარიამ ახალაია

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.