notnews ganivi3 

    ევროკავშირი საქართველოს 150 მილიონი ევროთი დაეხმარება

    ევროკავშირი საქართველოს 150 მილიონი ევროთი დაეხმარება

    ევროპარლამენტის პრესსამსახური გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა​.

    ევროპარლამენტმა ევროკავშირის მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგებთან აღმოსაფხვრელად 3 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებას მხარი 547-მა დეპუტატმა დაუჭირა, 93 წინააღმდეგი იყო, ხოლო 47-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

    სესხები 10 ქვეყანაზე გაიცემა. კერძოდ, საქართველო 150 მილიონ ევროს, ალბანეთი - 180 მილიონ ევროს, ბოსნია-ჰერცეგოვინა - 250 მილიონ ევროს, იორდანია - 200 მილიონ ევროს, კოსოვო - 100 მილიონ ევროს, მოლდოვა - 100 მილიონ ევროს, მონტენეგრო - 60 მილიონ ევროს, ჩრდილოეთ მაკედონია - 160 მილიონ ევროს, ტუნისი - 600 მილიონ ევროს, უკრაინა კი 1,2 მილიარდ ევროს მიიღებს.

    დახმარების პირველი ტრანში 2020 წლის შემოდგომაზე განხორციელდება, მეორე კი 2021 წლის დასაწყისში.

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.