notnews ganivi3 

    უნაღდო ანგარიშსწორება, შეზღუდული სათამაშო არეალი ბავშვებისთვის - რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა სასტუმროებს საქართველოში

    უნაღდო ანგარიშსწორება, შეზღუდული სათამაშო არეალი ბავშვებისთვის - რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა სასტუმროებს საქართველოში

    „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ზოგადად აკრძალულია სასტუმროებში „შვედური მაგიდა“.

    თუმცა, სექტორის თხოვნა ამასთან დაკავშირებით, გაითვალისწინა ხელისუფლებამ,“ - ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

    „სანამ სასტუმროში შეხვალთ იქნება თერმოსკრინინგი და დეზობარიერი. აუცილებელი იქნება სასტუმროს საჯარო ფართებში იმოძრაოთ პირბადით, ადმინისტრატორი თქვენგან სპეციალური დამცავი ეკრანით იქნება გამოყოფილი. გადახდა იწარმოებს პლასტიკური ბარათით ან გადარიცხვით და ნაღდი ფულის გამოყენება იქნება შეზღუდული.

    „პერსონალი დაგხვდებათ აბსოლუტურად ეკიპირებული (პირბადით, ერთჯერადი კომბინიზონით) ოთახი დაგხვდებათ ყველა შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული.

    „რესტორანში 2 მეტრიანი დისტანცია იქნება დაცული რიგებს, მაგიდებს შორის, სკამებს შორის იქნება 1 მეტრიანი დისტანცია. საჯარო ფართებში საკმაოდ შეზღუდული იქნება ბავშვთა სათამაშო არეალი და გაკონტოროლებული იქნება ეს მიმართულება.

    „ამასთან, გადაწყდა რომ შვედური მანქანა იქნება, მაგრამ ცოტა სხვანაირ სტილში. ადამიანი ვეღარ შეძლებს მივიდეს და თვითონ აიღოს რაც მოუნდება. იქნება დამცავი ზონა, რომლის უკანაც დგას პერსონალი, სტუმარი მიუთითებს თუ რა უნდა და პერსონალი მიაწვდის. ანუ სტუმარს აღარ ექნება შესაძლებლობა თვითონ შეეხოს ჭიქას, თეფშს, დანას, ჩანგალს და ა.შ.

    რაც შეეხება, აუზს, რეკომენდაციებზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შეზლონგებს შორის იქნება 2 მეტრიანი დაშორება, ყოველი სტუმრის შემდეგ დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარით, ასევე მოგვცეს აუზის წყლის ნორმები, რის მიხედვითაც წყლის შემცველობა უნდა ვაკონტროლოთ აუზში და ა.შ.,“ - განაცხადა ალავერდაშვილმა.


    წყარო: BPN.GE

    ავტორი

    მარიამ ახალაია

    მარიამ ახალაია

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.