notnews ganivi3 

    ჩამოაჭრიან თუ არა ბანკები 18-წლამდე ბავშვების 200-ლარიანი დახმარებას დავალიანების მქონე პირებს

    ჩამოაჭრიან თუ არა ბანკები 18-წლამდე ბავშვების 200-ლარიანი დახმარებას დავალიანების მქონე პირებს

    18 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება - ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

    საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ - შეთანხმება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

    შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ

    დახმარებას არ მიმართავს. 

    ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

    18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გრძელდება.

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.