notnews ganivi3 

    ძვირდება წყლის ტარიფიც - ვის შეეხება წყლის გაზრდილი ფასი

    ძვირდება წყლის ტარიფიც - ვის შეეხება წყლის გაზრდილი ფასი

     „რუსთავის წყლის“ მრიცხველის არმქონე მოსახლეობას და კომერციულ სექტორს წყლის ტარიფი გაუძვირდა.

    უფრო კონკრეტულდ კი, გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის წყლის ტარიფი ერთი თეთრით გაიზარდა, მრიცხველის არმქონე აბონენტებისთვის კი დაახლოებით, შვიდი თეთრით იზრდება.

    რაც შეეხება კომერციულ სექtორს, ამ შემთხვევაში წყლის სამომხმარებლო ტარიფი 1მ³-ზე დაახლოებით, 0.059 თეთრით იზრდება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება უცვლელი 1მ³-ზე 0.50 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) ერთ სულზე 3.004 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ³-ზე 3.703 ლარი.
    დადგენილი ტარიფები ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.

    „რუსთავი2“

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.