თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტრანსადრიატიკული მილსადენი“ ბუნებრივ აირს უკვე ატარებს და „სამხრეთის გაზის კორიდორი“ სრულად ამუშავდა.
აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპაში ტრანსადრიატიკული გაზსადენით TAP) 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი გაზის ექსპორტირება ევროპულ ბაზარზე მილსადენებით განახორციელა.
TAP AG-ის კონსორციუმმა 2020 წლის 13 ოქტომბერს განაცხადა ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობის დასრულების შესახებ. TAP-ის საერთო სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 კმ გადის საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, 215 კმ – ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ – ადრიატიკის ზღვში და 8 კმ – იტალიის ტერიტორიაზე.
TAP-ი არის გაზის სამხრეთი კორიდორის ევროპული ნაწილი, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანის გაზი შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპის ბაზარს მიეწოდება.