notnews ganivi3 

    200-ლარიან დახმარებას უფრო მეტი ადამიანი მიიღებს - მთავრობის გადაწყვეტილება

    200-ლარიან დახმარებას უფრო მეტი ადამიანი მიიღებს - მთავრობის გადაწყვეტილება

    200 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა გრძელდება.

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, კომპენსაციის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც სახელმწიფო დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზრდება.

    დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში უკვე 11 900 განაცხადია დარეგისტრირებული.

    საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, თუ 2020 წელს, საარჩევნო პერიოდში, პირი დაქირავებული იყო, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და ამ პერიოდის მიხედვით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უფიქსირდება ხელფასის მიღება, ეს გარემოება აღარ იწვევს კომპენსაციის გაცემის შეზღუდვას.

    იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან დამქირავებელი მეწარმე ფიზიკური პირის გარდაცვალების გამო, კომპენსაციის მიღების მიზნით, 22 თებერვლის ჩათვლით, დაქირავებულ პირს თავად შეუძლია წარადგინოს განცხადება შემოსავლების სამსახურში.

     

     

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.