notnews ganivi3 

    „გახარია ამ ბრიყვების ხელში ერთადერთი საღად მოაზროვნეა... იძულებული გახდა, გადამდგარიყო,“ - ხუხაშვილი გახარიაზე

    „გახარია ამ ბრიყვების ხელში ერთადერთი საღად მოაზროვნეა... იძულებული გახდა, გადამდგარიყო,“ - ხუხაშვილი გახარიაზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. შესაბამისად, ქვეყანას მთავრობა არ ჰყავს. ექსპრემიერმა თავისი ნაბიჯით დაადასტურა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ეკონომიკა რომ ჩამოქცევის პირასაა, დიდი ხანია, საზოგადოება ამას საკუთარ ჯიბეზე გრძნობს, თუმცა ავად თუ კარგად,  ეკონომიკურ კრიზისს ერთგვარი ახსნა აქვს - კორონაპანდემიის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობა და რეგულაციები. დიახ, პრემიერი გადადგა და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებული დაძაბულობა თითქოს განმუხტა, მაგრამ მეორე მხრივ, გახარიამ დაგვიტოვა ეკონომიკური კრიზისი, პანდემიის გამო შექმნილი მძიმე მდგომარეობა და პოლიტიკური კოლაფსი, თუმცა „ჰოთ ნიუსთან“ საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი გახარიას გადადგომას პოზიტიურად აფასებს.

    - გახარიამ დაადასტურა ის, რაც მანამდეც ვიცოდი, რომ ის არის ერთადერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ამ ბრიყვებისა და კომპლექსებით აღჭურვილი, გაუგებარი ჯგუფის ხელში. თავისი საღი აზროვნება დაადასტურა კიდეც ამ ნაბიჯით, ან აქამდე როგორ გაძლო იმ საგიჟეთში?!

    - ბატონო გია, თავისი გადადგომით, გახარიამ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკურ კრიზისი, პანდემიისგან გამოწვეული, აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემები და საკმაოდ მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა რომ დატოვა?

    - უკაცრავად, დატოვა რას ქვია?! რა უნდა ექნა, თქვენი აზრით? ის მოიქცა თავისი პრინციპების შესაბამისად. თანამდებობა იმიტომ კი არ დატოვა, რომ უნდოდა, უბრალოდ, იძულებული გახადეს, ეს ნაბიჯი გადაედგა!

     

    ავტორი

    მაია მიშელაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.