notnews ganivi3 

    საქართველოში უმუშევართა რიცხვი გაიზარდა - საქსტატის საგანგაშო მონაცემები

    საქართველოში უმუშევართა რიცხვი გაიზარდა - საქსტატის საგანგაშო მონაცემები

    "საქსტატის" მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა და 20.4% შეადგინა.

    სამუშაო ძალის მაჩვენებლების მიხედვით, რომელიც "საქსტატმა" გამოაქვეყნა, 2020 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50% შეადგინა.

    ამასთან, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 2.3 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.2 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.4 და 2.3 პროცენტული პუნქტით.

    „რუსთავი 2“

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.