notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    მიმოქცევაში განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები შემოდის

    მიმოქცევაში განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები შემოდის
    ავტორი / ეკონომიკა

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეიდან მიმოქცევაში განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოვა და ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება. ამით ლარის განახლების პროცესი დასრულდა და განახლებული ოჯახის ბოლო წევრი - 10 ლარია.

    შეგახსნებთ, რომ 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა განახლებული 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, შემდეგ, 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2017 წლის 1 სექტემბრიდან ჩაეშვა.

    განახლებული ბანკნოტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ სპეციალურ ვებგვერდს - www.ganakhlebulilari.ge

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.