notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    რაში დაიხარჯა ასეულობით ათასი ლარი მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდებიდან - IDFI-ის სკანდალური კვლევა

    რაში დაიხარჯა ასეულობით ათასი ლარი მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდებიდან  - IDFI-ის სკანდალური კვლევა
    ავტორი / ეკონომიკა


    IDFI-მ შეისწავლა 2018 წლის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა სარეზერვო ფონდების ხარჯვის პრაქტიკა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები:

    მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, რაც ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს.
    2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949, 777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა - 2,747,100 ლარი.

    2018 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტთა სარეზერვო ფონდების ჯამური ხარჯის უდიდესი ნაწილი -30% - ფინანსურ დახმარებას მოხმარდა და 2,653,706 ლარი შეადგინა. ფინანსური დახმარებების შემდეგ, სარეზერვო ფონდებიდან ყველაზე მეტი თანხა (2,212,756 ლარი), სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში დაიხარჯა.

    საერთო ხარჯების 15%-ის შემთხვევაში მიზნობრიობა სრულად უცნობია - კერძოდ, 7-მა მუნიციპალიტეტის მერიამ (ქუთაისი, ბორჯომი, ქობულეთი, მარნეული, ლენტეხი, ცაგერი, ლანჩხუთი) სარეზერვო ფონდებიდან ჯამში 1 367 811 ლარის ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.

    2018 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია კაპიტალური პროექტები, რომლებზეც მითითებული მიზნობრიობიდან არ იკვეთება ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მისი გათვალისწინების შეუძლებლობა და შესაბამისად სარეზერვო ფონდიდან მისი დაფინანსების აუცილებლობა. მაგალითად, თბილისის მერიამ ვარდების მოედანზე განთავსებული 300 წლის ზეთისხილის ხის ირგვლივ არსებულიზღუდის რელიეფური ქვის კვადრატებით მოპირკეთების ხარჯების ასანაზღაურებლად გამოყო 155 360 ლარი.

    ცალკეულ შემთხვევებში სარეზერვო ფონდები გამოიყენება კულტურული, სპორტული და საგანმანთლებლო ღონისძიებების დასაფინანსებლად. მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ღვაწლმოსილი ადამიანებისათვის 2,157 ლარად შეიძინა შეკვეთილში მდებარე „ბლექსი არენა ჯორჯიას“ საკონცერტო დარბაზის ბილეთები.

    ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ეფექტიანი დაგეგმვა პრობლემურია როგორც გეგმიურ მაჩვენებელზე გადაჭარბების, ასევე მისი ვერათვისებისთვალსაზრისითაც. მაგალითად,2018 წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდებიდან თანხასაერთოდ არ დაუხარჯავთ გორის, კასპის, ყაზბეგის, წალკის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებს, რომელთა სარეზერვო ფონდების საერთო გეგმიური ოდენობა 2018 წლის ბიუჯეტების მიხედვით 280 ათას ლარს შეადგენდა.

    დეტალური კვლევა იხილეთ აქ

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.