notnews ganivi3 

    მომხმარებელი მედიკამენტებზე დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს - რას გულისხმობს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა

    მომხმარებელი მედიკამენტებზე დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს - რას გულისხმობს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა
    ავტორი / ეკონომიკა

    რის საფუძველზე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიკამენტების ფასსა და ხარისხს გააკონტროლებს - ინტერვიუ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარესთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისინიციატივით,საქართველოში მედიკამენტები უნდა გაიაფდეს. პრემიერის ინიციატივით, უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ამიერიდან,  საქართველოში მაღალი ხარისხის, მაგრამ დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები შემოვა. რაც მთავარია, მთავრობის ამოცანა უნდა იყოს არა მარტო მედიკამენტების ფასების მონიტორინგი, არამედ, ხარისხის კონტროლიც, რადგან მოსახლეობამ მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტები მიიღოს. „მოსახლეობას ხარისხიანი მედიკამენტები უნდა მიეწოდოს და ეს არის ჩვენი, ნომერ პირველი მოთხოვნა. ახლა დავიწყებთ აქტიურად მუშაობას, ბატონი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი დაიწყებს ამ თემაზე მუშაობას და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნას წინ უძღვოდა კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის სააგენტოს მიერ განხორციელებული ფარმაცევტული ბაზრის კვლევა. კვლევის დასრულების შემდეგ, სააგენტომ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა კიდეც შესაბამისი რეკომენდაციები. 17 იანვრის მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნა სურს და შესაბამისი თხოვნით მიმართა, როგორც ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ასევე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებსაც. პრემიერის ინიციატივით, პარლამენტმა, სამინისტრომ და მთავრობამ ერთობლივად უნდა იმუშაონ, რადგან შესაბამის კანონებში გარკვეული ცვლილებები განახორციელონ.

    „ვერსია“ დაინტერესდა, რის საფუძველზე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რა საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გატარდეს მედიკამენტების გასაიაფებლად და რეალურად, რა პრობლემები არსებობს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე? ამ კითხვებს „ვერსიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე პასუხობს.

    გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

    - ბატონო ირაკლი, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომლის მთავარი ამოცანა მედიკამენტების ფასების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი უნდა იყოს. როგორ და რა პრინციპით უნდა შეიქმნას ეს ჯგუფი, ან როგორ უნდა შესრულდეს ეს ამოცანა?

    - სააგენტომ დაასრულა ბაზრის მონიტორინგი, რის შედეგადაც გაიცა 13 რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები, ძირითადად, კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს და შესაბამისად, მასზე მუშაობა დამოკიდებულია უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროზე. აქედან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, ფორმატზე, მხარეთა ჩართულობაზე და ა.შ. გადაწყვეტილება მინისტრის დონეზე იქნება მიღებული. ამ შემთხვევაში, სააგენტო არ იქნება წამყვანი რგოლი, თუმცა შესაძლებელია, სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყოს.

    - კონკრეტულად, რა სახის ცვლილებები უნდა გატარდეს ამ მიმართულებით, უფრო ზუსტად, რა სახის რეკომენდაციები გაუგზავნა კონკურენციის სააგენტომ პარლამენტს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ?

    - სააგენტოს მიერ, მონიტორინგის შედეგად, გაიცა 13 რეკომენდაცია - I და II რიგის რეკომენდაციები. I რიგის რეკომენდაციები აერთიანებს 11 რეკომენდაციას და შესაბამისად, II რიგის რეკომენდაცია - 2 რეკომენდაციას. ამგვარ დაყოფას გააჩნია თავისი მიზეზი, კერძოდ, პირველი რიგის რეკომენდაციების განხორციელების შემდეგ, საჭიროა დამატებითი ანალიზი, მეორე რიგის ორი კონკრეტული რეკომენდაციის საჭიროებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს, რაც ასევე გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს, აღსანიშნავია, რომ სააგენტოს პოზიციით, აუცილებელია, პირველი რიგის ყველა რეკომენდაციის განხორციელება და შესაბამისად, მხოლოდ კონკრეტულ და არასრულ ცვლილებებს, მაღალი ალბათობით, არ მოჰყვება შედეგი.

    რეკომენდაციები, ძირითადად, მიმართულია: ბაზარზე კონკურენტული გარემოების გაუმჯობესებაზე - რისი მიღწევაც შესაძლებელია გენერიკული რეცეპტით/დანიშნულებით; ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესებაზე - მიიღწევა მედიკამენტების წარმოებისა და იმპორტის დონეზე, GMP სტანდარტის დანერგვით; ინტერესთა კონფლიქტის შემცველ ურთიერთობებთან დაკავშირებით, შესაბამისი სანქციების დაწესება საკანონდებლო დონეზე, ასევე, ფარმაცევტის მიერ მომხმარებლისთვის მედიკამენტების შეთავაზებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო მოწესრიგება; ელექტრონული რეცეპტი/დანიშნულება, რაც წარმოადგენს დარგის მარეგულირებლის მიერ ბაზრის ეფექტიანი კონტროლის უმთავრეს საშუალებას; მკურნალობის გაიდლაინების სრულყოფა, სადაც აქტიურად უნდა ჩაერთონ დარგობრივი ასოციაციები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მედიკამენტების ჭარბი მოხმარება და ა.შ.

    საბოლოო ჯამში, მონიტორინგის ანგარიშით წარდგენილი რეკომენდაციებისა და შესაბამისი ცვლილებების შედეგად, მომხმარებელი მედიკამენტებზე გასაწევ დანახარჯებს მნიშვნელოვნად დაზოგავს, რაც კონკრეტული ჯგუფების დონეზე, სააგენტოს დეტალურად აქვს დათვლილი.

    ინტერვიუ სრულად წაიკითეთ აქ

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.