notnews ganivi3 

    ექიმები ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ - 25 კლინიკა ერთიანი ტარიფის დაკანონებას აპროტესტებს

    ავტორი / ეკონომიკა

    ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველივე რეფორმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა. საქმე ეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედება იგეგმება.

     სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები რეფორმის 6 თვით გადავადებას ითხოვენ და ღიად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. ექიმების პროტესტთან და კრიტიკასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს ჯადაცვის სამინსიტრო. მიუხედავად იმისა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ ტიკარაძის უწყებას ღია წერილით 10 დღის წინ მიმართა, რეაგირება სახელმწიფო უწყების მხრიდან არ მომხდარა. „კომერსანტს“ პრესსამსახურში გუშინ განუცხადეს, რომ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტორს წარმომადგენელი გაგვესაუბრებოდა, თუმცა, დღეს გვითხრეს რომ ჯანდაცვის სატარიფო რეფორმასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც სამედიცინო სექტორი ერთხმად თანხმდება, რომ ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი ქართული ჰოსპიტალური სექტორი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

     ჯანდაცვის სამინისტორს გარდა,  25-მა სამედიცინო დაწესებულებამ ღია წერილი გადაუგზავნა პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და ბიზნესომბუდსმენს თუმცა, ამ დრომდე ბიზნესომბუდსმენის აპარატია ერთადერთი სახელმწიფო უწყება რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა. „კომერსანტი“ მთელი დღის განმავლობაში დაკავშირებას ცდილობდა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთანაც, თუმცა აკაკი ზოიძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

    წყარო „კომერსანტი“

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.