notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    „თელასი“ 5 ათასით დააჯარიმეს

    „თელასი“ 5 ათასით დააჯარიმეს
    ავტორი / ეკონომიკა

     საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ _ სემეკი, სს „თელასი“ დააჯარიმა. მარეგულირებელმა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დენის გამანაწილებელ კომპანიას 5 000 ლარის გადახდა დააკისრა. მეტიც, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპენსაციის სახით, „თელასს“ დაევალა, რომ მოთხოვნილი პარამეტრებით, შპს „ტორნადოს“ ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების საფასურის 50%  ანუ  4 650 ლარი გადაუხადოს.   

     როგორც „ჰოთნიუსს“ სემეკში განუმარტეს, მიმდინარე წელს, შპს „ტორნადომ“, სს „თელასს“ მიმართა და თბილისში მდებარე ობიექტის ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა მოითხოვა. „თელასმა“ განაცხადი მიიღო და მისი შესრულებაც იკისრა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ხელისშემშლელი გარემოებები არ ფიქსირდებოდა, განსაზღვრულ ვადებში, „თელასმა“ ამ კომპანიას ელექტროენერგია არ მიაწოდა. რაც მთავარია, სემეკის ელექტრონულ ჟურნალში „თელასმ“ მიუთითა, რომ შპს „ტორნადოს“ მოთხოვნა ვადებში შეასრულა.

    აქედან გამომდინარე, სემეკის გადაწყვეტილებით, სს „თელასს“ დაევალა, რომ შპს „ტორნადოს“ კუთვნილ ობიექტზე, სიმძლავრე განსაზღვრულ ვადებში გაზარდოს. „ჰოთნიუსის“ კითხვაზე, რა მოხდება მაშინ, თუ „თელასი“ კვლავ არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, სემეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიპასუხეს: „იმ შემთხვევაში, თუ ვადები კვლავ დაირღვევა, კომპენსაციის სახით, „თელასს“ შპს „ტორნადოსთვის“, მიერთების საფასურის 100%-ის გადახდა მოუწევს. ამასთან, მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, „თელასი“ უკვე 15 000 ლარით დაჯარიმდება“.  

    ავტორი: მაია მიშელაძე

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.