notnews ganivi3 

    ვინ მდიდრდება ხალხის ხარჯზე - გაზის შეყვანა 800 ლარი გახადეს

    ვინ მდიდრდება ხალხის ხარჯზე - გაზის შეყვანა 800 ლარი გახადეს
    ავტორი / ეკონომიკა

    2020 წლის 1 იანვრიდან, თვიმმართველ ქალაქებში, ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი გაორმაგდა. ამიერიდან, თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და რუსთავში გაზის ახალი აბონენტები 400 ლარის ნაცვლად, 800 ლარს გადაიხდიან.

    შესაბამისი ცვლილება გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილებაში, 2019 წლის 27 დეკემბერს შევიდა. ცვლილების ამოქმედების ვადად კი 2020 წლის 1 იანვარი განისაზღვრა.

    როგორც „ჰოთ ნიუსს“ სემეკში განუმარტეს, ამ ცვლილების მიზეზი ბუნებრივი აირის ქსელზე მიერთების სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯები იყო. ამ სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, ქსელზე მიერთების მოქმედი ტარიფი _ 400 ლარი, საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლები იყო:

    „როგორც წესი, ამ და სხვა ტიპის ხარჯებს ბუნებრივი აირის ტარიფში ვითვალისწინებთ ხოლმე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არ გვინდოდა, თითოეულ მოქალაქეს მესამე პირის ქსელზე მიერთების საფასური გადაეხადა, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს ნიშნავს, რომ ცვლილება, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდა, გაზის მოქმედ ტარიფზე არ აისახება, რადგან მხოლოდ ბუნებრივი აირის ახალ აბონენტებს ეხება“, _ განუცხადეს „ჰოთ ნიუსს“ სემეკში.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.