notnews ganivi3 

    მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით შეამცირა

    ავტორი / ეკონომიკა

    2020 წლისთვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით  შეამცირა და წინასწარი შეფასებით 4.3%-ით განსაზღვრა.  ამასთან, 2021 წელსაც ქართული ეკონომიკის ზრდის ფაქტობრივი მაჩვენებელი 4.5%-მდე შეამცირა (0.5%-ით ნაკლები).

    მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2019 წელს რუსული შეზღუდვების მიუხედავად, ციკლური ექსპანსია შემცირდა და საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაძლიერდა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მაღალი ინფლაცია ზღუდავს საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესაძლებლობას. ამიტომ, ქვეყანამ ინფლაციის მართვისთვის პოლიტიკა გაამკაცრა.

    წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია,  რომ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში (საქართველოც შედის), მცირე და საშუალო ორგანიზაციებს  მწარმოებლურობის ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა მათ ზრდას ხელს უშლის მრავალი ფაქტორი. მათ შორის უნდა აღინიშნოს: ფინანსებთან წვდომის პრობლემა, ნორმატიული ბარიერები, ფინანსური მოცვის ფართო უთანასწორობა, ეკონომიკის დივერსიფიკაციის სუსტი დონე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქვეყნის ინსტიტუციური ნაკლოვანებები. აღნიშნული ფაქტორები აფერხებს ინოვაციებისა და ინვესტიციების ხელშემწყობ სტიმულებს. აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით საჭიროა მართველობითი გარემოს სრულყოფა.

    ქვეყანაში არსებული ნაკლოვანებებისა და საერთაშორისო შეფასებების საფუძველზე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ:

    • ინსტიტუციური ნაკლოვანებების აღმოუფხვრელობა „სტიმულირებს„ საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიზნეს კლიმატის გაუარესებას;
    • პოლიტიკური ნაკლოვანებების ფონზე, ყველა ყველაფრის ოკუპირებას ახდენს: ტერიტორიების, თანამდებობების, ძალაუფლების, შემოსავლის წყაროების, პოლიტიკური გარემოს. რაც მარადიული ბატონობის შენარჩუნებისა და უთანასწორობის გაღრმავების საფუძველია;
    • ფაქტობრივი ნაკლოვანებების საფუძველზე, საზოგადოების თითოეული წევრი მორალურად და ეკონომიკურად პოლიტიკაზეა დამოკიდებული. რომელიც ქართული სოციალური სტრუქტურისა და მოთხოვნის შესაბამისი არ არის;
    • პრაქტიკული ნაკლოვანებების გამო, ცალკეული აქტივობები აცდენილია დროში. მაგალითად, დროში დაგვიანებულია ქვეყნის ინტერნეტიზაცია, მცირეა თავდაცვისუნარიანობისთვის საჭირო დაფინანსება, სუსტია განათლების კომერციალიზაციის პროგრამები, პრაქტიკულად არაეფექტიანია ეკონომიკური აქტივიზაციის ღონისძიებები.

    დაბოლოს, საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება, მმართველ;ობითი გარემოს სრულყოფასა და პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებაზე გადის.

    ეკონომიკის დოქტორი

    რატი აბულაძე 

     

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.