notnews ganivi3 

    ლარი ყველა ვალუტასთან გაუფასურდა

    ავტორი / ეკონომიკა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 11 თებერვალის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8671 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8629 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0042-ით გაუფასურდა.

    ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.1395 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1354 ლარი იყო.

    ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.7063 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.7009 ლარი იყო.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.