ჯონსონი პუტინისთვის გვარს იცვლის

კევინ ჯონსონი ამერიკელი მოკრივეა, რომელსაც კარიერის განმავლობაშ, ისეთი ლეგენდების წინააღმდეგ უქნევია მუშტი, როგორებიც ტაისონ ფიური, ვიტალი კლიჩკო და ენტონი ჯოშუა არიან. ახლა კი, ჯონსონი 43 წლის მოიყარა და ამის მიუხედავად, აქტიური სპორტიდან ჯერ არ მიდის და მის წინააღმდეგ ბრძოლის გამართვას ბევრი ცდილობს. ამჯერად ჯონსონმა სარეიტინგო შეხვედრა მოსკოვში, რუსი მოკრივის, მარკ პეეტროვსკის წინააღმდეგ გამართა. ეს ორთაბრძოლა ჩვენთვის საინტერესო არანაირად არ იქნებოდა, რომ არა ერთი უცნაური დეტალი. ჯონსონი აწონვაზე რუსეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურით და იმავე მაისურზე ვლადიმირ პუტინის სურათით მივიდა.

„მე პუტინს ვაღმერთებ. არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც მას აღემატება. ჩემი ოცნებაა, საცხოვრებლად მოსკოვში გადმოვიდე და რუსეთის მოქალაქეობა მივიღო. მოქალაქეობის მიღებაზე საბუთები უკვე შევიტანე და პარალელურად, საბუთები შევიტანე გვარის შეცვლაზე. პუტინის პატივსაცემად, ჯონსონი აღარ ვიქნები და ჩემი გვარი ვლადიმიროვიჩი იქნება“,-განაცხადა მოკრივემ.

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ასეთი განცხადებების და რუსეთის პრეზიდენტის უკანალის ლოკვის მიუხედავად, პეტროვსკიმ ჯონსონი გვარიანად ცემა და დაამარცხა.

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?