notnews ganivi3 

    სკანდალური ვიდეოკადრები - დრეზდენის მუზეუმიდან 1 მლრდ ევროს ძვიფასეულობა მოიპარეს

    სკანდალური ვიდეოკადრები - დრეზდენის მუზეუმიდან 1 მლრდ ევროს ძვიფასეულობა მოიპარეს Featured

    ავტორი / მთავარი / Tuesday, 26 November 2019 12:13

    25 ნოემბერს, დრეზდენში, „გრიუნეს გებიოლბეს“ მუზეუმი გაძარცვეს და ევროპაში ყველაზე ძვირფასი სამკაულების კოლექციიდან 1 მილიარდი ევროს ღირებულების მცირე ექსპონატები მოიპარეს. ეს გახლავთ ვეტინების საგვარეულო საგანძური, რომელიც მოიცავს პერიოდს რენესანსიდან კლასიციზმამდე.

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ მოძრაობენ მძარცველები მუზეუმის შენობაში. კადრებს ადგილობრივი „რადიო დრეზდენი“ აქვეყნებს.

    მუზეუმში შესვლამდე ბოროტმოქმედებმა დაწვეს მიწისქვეშა ელექტრობარიერი, გათიშეს უსაფრთხოების სისტემა და შენობაში ამ გზით შეაღწიეს. მძარცველები მიიმალნენ. მოგვიანებით, პოლიციამ მათი დამწვარი მანქანა ერთ-ერთ ავტოსადგომზე აღმოაჩინა. გამოძიება გრძელდება. ინფორმაციას „ბილდი“ ავრცელებს.

     

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.