ღაზის სექტორში ინდონეზიური საავადმყოფო დაიბომბა

ღაზის სექტორში ინდონეზიური საავადმყოფო დაიბომბა - ინფორმაციას საავადმყოფოს მედიკოსსა და "ჰამასის" მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით aljazeera ავრცელებს და წერს, რომ თავდასხმა ისრაელის მხრიდან მოხდა, ჭურვი კი საავადმყოფოს მეორე სართულს მოხვდა, სადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა აშრაფ ალ-ქუდრამ გამოცემას განუცხადა, რომ "სიტუაცია კატასტროფულია".

„ინდონეზიის საავადმყოფოს პერსონალი ამტკიცებს, რომ დაჭრილების სამკურნალოდ დარჩებიან. საავადმყოფოში 700-მდე ადამიანია, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და დაშავებულები“, - განაცხადა მან.

ინდონეზიის საავადმყოფოს თანამშრომელმა, მარვან აბდალაჰმა კი განაცხადა,რომ "ისრაელის ტანკები საავადმყოფოდან 200 მეტრის მოშორებით ოპერირებდნენ და ისრაელის სნაიპერები ახლომდებარე შენობების სახურავებზე ჩანდნენ".

 

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?