უკრაინა ამერიკისგან დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინა ამერიკისგან 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. ოსტინმა აღნიშნული განცხადება უკრაინის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დიპლომატის თქმით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ისეთ იარაღს, როგორებიცაა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება. ნება მომეცით, გითხრათ, რომ ამერიკელებსა და ადამიანებზე მთელ მსოფლიოში შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა გამბედაობამ, ერთგულებამ და მზადყოფნამ, გააკეთო ის, რაც საჭიროა უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას მადლობა გადაუხადა ამერიკას დახმარების ახალი პაკეტისთვის.

„აშშ-ისგან გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის ახალი პაკეტი. ამისთვის მადლიერი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია, ჭურვები, რაც ახლა საჭიროა“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?