"საბავშვო ბაღებს იაფფასიან რძეს აწვდიდნენ" - ტენდერიდან ₾20,000-ის დაუფლებისთვის ორი პირი დააკავეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 70
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა.
უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, 2025 წელს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმეს.
გამოძიებით ირკვევა, რომ საბავშვო ბაღებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტების ნაცვლად, ბრალდებულები დაბალკალორიულ და იაფფასიან რძის ნაწარმს აწვდიდნენ, რის შედეგადაც მოტყუებით მიითვისეს დაახლოებით 20 000 ლარი.
საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

No article in the selected categories