საბაჟოდან 50 487 კგ ქათმის ხორცი უკან გავაბრუნეთ - შემოსავლების სამსახური მიზეზებზე
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 67
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირების მიერ, შეჩერებული იქნა 50 487 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული რომელი ქვეყნიდან ხდებოდა ხორცის იმპორტი, თუმცა, შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური დაბინძურება.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის #463 დადგენილების შესაბამისად, პროდუქცია ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
No article in the selected categories
