ამოღებულია: 75 შეკვრა "მეთადონი", "გამომშრალი მარიხუანა" და "მცენარე კანაფი" - შსს-მ 3 პირი დააკავა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების  შემცველი მცენარის უკანონო დათესვა  - მოყვანის ბრალდებით შსს-მ 3 პირი დააკავა.

 

დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: 75 შეკვრა "მეთადონი", "გამომშრალი მარიხუანა" და "მცენარე კანაფი".

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოშეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების  შემცველიმცენარის უკანონო დათესვა  - მოყვანის ბრალდებით, 3 პირი: 1992 წელს დაბადებული დ.მ. დააზერბაიჯანის მოქალაქეები: 2001 წელს დაბადებული რ.ჰ. და 1991 წელს დაბადებული ჰ.დ. დააკავეს. 

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი დასაცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახისნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: სარეალიზაციოდ გამზადებული75 შეკვრა „მეთადონი“, გამომშრალი „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“.

ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასოებისთვის საჭირომასალები.

გამოძიება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე  პრიმამუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში.