გარდაბანში ბიზნესმენს მანქანა აუფეთქეს - ოჯახი ხელს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს ადებს

თავდასხმა 90-იანი წლების მეთოდებით და სავარაუდოდ, ე.წ. შავების დაკვეთით - გარდაბანში ბიზნესმენს მანქანა აუფეთქეს. შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა.

“პირველების" მიერ მოპოვებულ კადრებში პირდაპირ ჩანს, როგორ შედის ალაზირ ირზაევის ეზოში გადაცმული პირი ასხამს ბენზნის მის ავტომობილს და როგორ ფეთქდებდა მანქანა ეზოში, სადაც არასრულწლოვნები ცხოვრებენ.

ბიზნესმენი ანაგრიშსწორებას რეკეტს და მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკაშირებს, თავდასხმის ორგანიზტორად კი კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვს ასახელებს, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, არჩევნების დროს რეჟიმს ხმების მობილიზიებაში ეხმარებოდა. მისი გვარი და მისი "კრიმიანლური დაჯგუფება" ფიგურირებს ასევე ლილოს ბაზრის და ამ რეგიონში ბიზნესმენების რეკეტშიც.

"ორი წელიწადია ასეთი ამბები ხდება, რეკავენ იმუქრებიან და ფულს ითხოვენ. ამისწინ სახლი დაუცხრილეს ერთს, კიდევ ერთი მაღაზია. ამ წუთასაც დაურეკა ვისი მანქანაც დაწვეს და უთხრა, უარესს გაგიკეთებ, თუ არ გადაიხდიო. არჩევნების წინ უარესს აკეთებენენ. პოლიციამაც იცის, მაგრამ არაფერს აკეთებს. 100%-იანი ეს კაცი "ოცნებასთან" დაახლოებული პირია. არჩევნებზე სახლში შედიოდნენ, ხალხი გამოჰყავდათ და ხმის მიცემას აიძულებდნენ", - ამბობს ოჯახის ახლობელი. 

გარდაბნის სოფელ მუღანლოში, ალაზირ ირზაევის ეზოში საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მიმდინარეობს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თანხის გამოძალვას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.