თბილისში 20 წლის ბიჭი მოკლული იპოვეს

თბილისში 20 წლის ბიჭი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად მის დაბადების დღეს ერთ-ერ­თის მე­გობ­რის სახ­ლში აღნიშნავდა. მკვლელობის შემდეგ თანატოლებმა ცხე­და­რი ოთახში დატოვეს, კარი ჩაკეტეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი და სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.
საქ­მე­ში 4 პირი ფი­გუ­რი­რებს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ტარ­და. პო­ლი­ცია დამ­ნა­შა­ვე­ებს ამ დრომ­დე ეძებს. მათი ვი­ნა­ო­ბა ძა­ლოვ­ნე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია.
"ჩემი მე­გობ­რის, უსაყ­ვარ­ლე­სი გო­გოს შვი­ლი მოკ­ლეს, მკვლე­ლებ­მა ცო­ცხალ-მკვდა­რი ბიჭი მკვლე­ლის სახ­ლში ჩა­კე­ტეს და მკვლე­ლის დე­დამ იპო­ვა ცხე­და­რი 2 დღის შემ­დეგ. ოჯა­ხი 2 დღე ეძებ­და თა­ზოს."- წერს ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.