ქართველების დაპირისპირება ვარშავაში - დაიღუპა ერთი ადამიანი

ვარშავაში ქართველთა ჯგუფს შორის დაპირისპირების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია და ვარშავის პოლიცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ქართველი კაცი საავადმყოფოში, მკერდის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობებით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა კონსტიტუციის მოედანზე მდებარე რესტორნის წინ მოხდა. ჩხუბში რვა ადამიანი მონაწილეობდა. პოლონეთის სამართალდამცავებმა ინციდენტთან დაკავშირებით სამი ქართველი დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა.