საბადურის ტყეში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი, ხოლო ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.