პირი, რომელიც "კრაბ კოფის" დამფუძნებლებს ფიზიკურად გაუსწორდა, დაკავებულია - შსს

"კრაბ კოფის" თანამშრომლებზე თავდამსხმელი დაკავებულია.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

"თბილისში, ერთ-ერთ უბანში, "კრაბ კოფის" თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა", - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "კრაბ კოფის" მეპატრონე, რომელიც აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ უმასპინძლდება, წერდა, რომ მას და მის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.