სენაკში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სენაკში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანა გარე განათების ბოძს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ციფრულ დეპარტამენტს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.