უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო.
შემზარავი ისტორია ამით არ სრულდება - ძიების პროცესში გაირკვა, რომ 50 წლის კაცი სექსუალურად ძალადობდა მსხვერპლის უმცროს დაზეც. კაცი პედოფილის სტატუსით დააკავეს. თელავის სასამართლომ ის ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი დების შემზარავი ისტორია 2 წელი გრძელდებოდა. მძიმე შემთხვევაზე სკოლამ იცოდა და შესაბამისი რეაგირებაც ჰქონდა. ახლა დები ამ სკოლაში აღარ სწავლობენ, დირექტორი კი დეტალებზე საუბარს ერიდება.
სკოლის, კლინიკისა და სოციალური მუშაკის ინფორმირების შემდეგ დაწყებულ გამოძიებას დეტალური ჩვენებები მისცეს დებმა.
დაზარალებულმა გოგონებმა გამოძიებას ყველა ის ადგილი უჩვენეს სადაც ბრალდებული მათზე სექსუალურად ძალადობდა. მათი ჩვენებების შემდეგ, დაკავებულს ბრალი სულ უფრო და უფრო უმძიმდებოდა, მამაკაცი ბრალდებებს თავიდანვე უარყოფდა.
მედიაში გავრცელდა დაზრალებული დების ჩვენების ნაწილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბრლდებას არც ბრალდებულის ოჯახი არ ეთანხმება. კითხვის გაგრძელება