გორში 80 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

გორში 80 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს - ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

Qartli.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს ვოლოგდის დასახლებაში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულია ოჯახის წევრი (შვილიშვილი). მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.