ზუგდიდში პოლიციელი 24 წლის კაცს შეეჯახა - ბიჭი კომაშია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, პოლიციელი 24 წლის ახალგაზრდა კაცს ავტომანქანით დაეჯახა - ირკვევა, რომ დაშავებული კონატოზურ მდგომარეობაშია.

შემთხვევა გუშინ, 11 მარტს მოხდა. 

დაშავებულის ნათესავები ამბობენ, რომ  პოლიციელი კობა კვინტაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს.

შემთხვევა მოხდა წუხელ, დაახლოებით 19:00 საათზე, სოფლის ცენტრში და როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა შსს დარჩელის საუბნო პოლიციის თანამშრომელი კობა კვიტანძე, სხვა ავტომანქანასთან  შეჯახების თავიდან აცილების მიზნით  გადავიდა ტროტუარზე და დაეჯახა 24 წლის მურმან კალანდიას, რომელიც გადააგდო დიდ მანძილზე.

თვითმხილველებმა გვითხრეს, რომ კობა კვიტანძე იყო მთვრალი, რაც დამიდასტურეს სხვა მაღალჩინოსანმა პოლიციელებმაც.

მურმან კალანდიას ჩაუტარდა თავის ტვინის ნეიროქირურგიული  ოპერაცია. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა არის უმძიმესი და აქვს მეოთხე ხარისხის კომა.

მურმანს ჰყავს ორსული ცოლი და მძიმე შრომით ირჩენდნენ თავს“, – ამბობს "ბათუმელებთან" დაშავებულის ახლობელი, მაია კალანდია.

ირკვევა, რომ ავტოავარიის მონაწილე პოლიციელი დაკავებულია. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.