პროკურატურამ საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრების ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონებები დაუყადაღა

გენერალურმა პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონებები დაუყადაღა- ამის შესახებ ინფორმაციას "სტუდია მონიტორი" ავრცელებს.

როგორც "სტუდია მონიტორი" წერს, საჯარო რეესტრს ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 13 მარტს მიმართა.

პროკურატურამ აღნიშნულს საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი – 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს დაწყებული, რაც თაღლითობასა და ფულის გათეთრებას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K. GROUP-ის საქმიანობის გამოაშკარავება საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოხდა.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ქოლცენტრს მართავს კომპანია A.K. Group, რომლის მთავარი ოფისიც თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე სუს-ის შენობიდან 500 მეტრში მდებარეობს. მათ დამატებითი ოფისი აქვთ ასევე შარტავას ქუჩაზეც.

ირკვევა, რომ მხოლოდ ერთ კომპანიას 6 ათასზე მეტი პენსიონერისგან 35 მილიონი დოლარი აქვს მოპარული.

A.K. Group-ის მფლობელი 36 წლი მერი შოთაძეა. საერთაშორისო გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრის - აკაკი ქევხიშვილის ვინაობა დაადგინეს და მასალები პროკუტურასაც გადასცეს. ირკვევა, რომ თუ აქამდე 33 წლის ქევხიშვილი არაფერს ფლობდა, ბოლო პერიოდში მისი დედის სახელზე უკვე 2 მლნ-ზე მეტი ქონებაა გაფორმებული.