16 მარტს, გვიან ღამით მოხდა.
შსს-ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
დააკავეს თუ არა მკვლელობაში ბრალდებულია ამ დროისთვის უცნობია.
ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღითაა მოკლული. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდა.
დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ახალაია მოკრივე იყო. ის 16 მარტს გახდა 21 წლის.