21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა. ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მარტს, თბილისში, რიყის პარკში მდებარე “ბარი სახელოსნოს” მიმდებარეტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანითჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოშიგარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მასბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახმკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდეთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობისგამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაშიმიმართავს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 16 მარტს გიორგი ახალაიას სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად, ცივი იარაღით გაუსწორდნენ და მოკლეს. ახალგაზრდა კაცს სულ მცირე, ხუთჯერ ჩაარტყეს დანა, აქედან ერთი გულში. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.